01 — 05
ერთი ფერის სხვადასხვა ტონი ზედაპირს სიღრმესა და მოძრაობას აძლევს. გადასვლები ზოგან თითქმის შეუმჩნეველია, ზოგან მკაფიოდ იკითხება.
ერთი ფერი ხელის მოძრაობით რამდენიმე ტონად იშლება. მიმართულებისა და დაწოლის ძალის მცირე სხვაობები ტონებს შორის რბილ თუ უფრო გამოკვეთილ გადასვლებს ქმნის. შორიდან კედელი ერთიან კომპოზიციად იკითხება, ახლოდან კი ხელით დამუშავების ნიუანსები ჩანს. ამ მოძრაობის ინტენსივობა სივრცის ხასიათს ესადაგება.
თვისებები
- ფერის სიღრმე
- რბილი გადასვლები
- თავისუფალი მოძრაობა
პროექტებში
ვილა კაკლები — კაკლები, თბილისი, საქართველო
სახლი წყნეთში — წყნეთი, თბილისი, საქართველო
ბრასერი1900 — ბათუმი, საქართველო
ტერაკოტას კვალი — ოქროყანა, თბილისი, საქართველო
სასტუმრო ინდიგო — ბათუმი, საქართველო
ოქროყანა რეზიდენსი — ოქროყანა, თბილისი, საქართველო


